აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ დოჰაში თალიბანის ახლად გახსნილი ოფისი შესაძლოა დაიკეტოს, იმ შემთხვევაში თუ დაწყებისთანავე მოლაპარაკებების პროგრესი აშშ-ს ოფიციალურ პირებთან არ გამოვლინდება.
მოლაპარაკებები თალიბანის წარმომადგენლებთან დოჰაში ჯერ კიდევ გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეყოვნდა ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაის პროტესტის გამო.
სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დოჰაში იმყოფება პარტნიორ ქვეყნებთან სირიის საკითხზე მოსალაპარაკებლად. თალიბანის თემაზე მან ჟურნალისტებს ყატარის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.