სირიელი აქტივისტები ამბობენ, რომ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქ ქარიატაინის დატოვებამდე იქ 128 ადამიანი დახოცა.
სირიის მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა და მოკავშირეთა სამხედროებმა ჰომსის პროვინციაში მდებარე ამ ქალაქზე კონტროლი შაბათს დაიბრუნეს. მანამდე მას ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები სამი კვირის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
ბრიტანეთში დაფუძნებულმა "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ", რომელიც სირიაში კონფლიქტის მონიტორინგს ახორციელებს, ორშაბათს განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ დახოცეს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სამოქალაქო პირები. ექსტრემისტებმა მათ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ ამ მასობრივ მკვლელობათა ძირითადი ნაწილი ქალაქზე კონტროლის დაკარგვის წინა დღეებში მოხდა.
Facebook Forum