გაერომ ირანი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ოფიციალურად მიიწვია. სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით დანიშნული კონფერენცია ოთხშაბათს შვეიცარიაში იხსნება.
„საგარეო საქმეთა მინისტრ ზარიფთან ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ორმხრივი შეთანხმებით შექმნილი, სრული ძალაუფლების მქონე გარდამავალი მთავრობა იქნება“ - განაცხადა ბან კი-მუნმა. გაეროს გენერალური მდივანის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ის დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებებზე პოზიტიურ და კონსტრუქციულ როლს ითამაშებს.
სირიის წამყვანი ოპოზიციური ძალა ირანის მონაწილეობას ეწინააღმდეგება. სირიის ეროვნული კოალიცია აცხადებს, რომ ის კონფერენციაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუკი ბან კი-მუნი ირანის მოწვევას არ გადაიფიქრებს.