ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ეჭვმიტანილები დააკავეს


გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუტოღლუმ აფეთქების ორგანიზება სირიას დააბრალა

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დაკავებულია 9 ადამიანი, რომლებსაც შაბათს მანქანაში ჩამონტაჟებული ორი ბომბის აფეთქებაში ედებათ ბრალი, რომლის შედეგადაც სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა.

ბესირ ატალეის განცხადებით, გრძელდება დაკავებული 9 ადამიანის დაკითხვა. მათგან რამდენიმემ უკვე აღიარა დანაშაული. საინფორმაციო სააგენტო როიტერის ინფორმაციით ცხრავე დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

დღესვე, სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ დამასკოს საერთო არაფერი აქვს მომხდა აფეთქებასთან. ომრან ალ ზოუბმა დღე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ არავის აქვს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენების უფლება.

გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუტოღლუმ აფეთქების ორგანიზება სირიას დააბრალა და თქვა, რომ თურქეთი აფეთქებაზე ნებისმიერი სახით რეაგირების გაკეთების უფლებას იტოვებს.
XS
SM
MD
LG