სირიის მთავრობის მიერ მეამბოხეთა ხელში გადასული მშვიდობიანი ქალაქების და სოფლების დაბომბვამ ათასობით ადამიანი აიძულა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
ქალაქ აზაზში ყველა სახლის ფანჯარა ჩამსხვრეულია. გამუდმებული დაბომბვების გამო მოსახლეობა აღარც კი ცდილობს ჩამსხვრეული მინების გამოცვლას. სირიის ავიაციამ ქალაქის დაბომბვა 8 თვის წინ დაიწყო, როდესაც ის აჯანყებულთა ხელში გადავიდა.
ამ ქალაქში 55 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის 80%-მა უკვე დატოვა აზაზი. დაბომბვების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა. გასულ თვეს, 700 წლის წინათ აშენებულ მეჩეთთან ორი ბომბი აფეთქდა, რასაც 35 ადამიანის, ძირითადად ქალების და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მეწვრილმანე აბდულა მაჰმუდი ამბობს, ომის დაწყების შემდეგ ბოსტნეულზე ფასები სამჯერ გაიზარდა, მაგრამ ფული არავის არა აქვს და ამ ქალაქში ცხოვრება სულ უფრო ჭირს:
’’ თუ რამე არ გავაკეთე, როგორ ვიცხოვრო, მაგრამ ღვთის განგებას ვერავინ აღუდგება წინ. მე კი კაპიკი ფული არა მაქვს და სად წავიდე?.“
ქალაქის შემოგარენში მდებარე პატარა სოფელში 9 ბომბი ჩამოვარდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი აფეთქდა, რომლის დროსაც ქალაქ აზაზის კიდევ ერთი მაცხოვრებლის მუჰამედ ბაქრის ნათესავები დაიჭრნენ. ახლა ისინი თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მუჰამედი ამბობს, ამ რაიონში მეამბოხეები საერთოდ არ იყვნენ:
“ ეს უწესრიგო დაბომბვაა, როდესაც ქალაქის ბაზრებს და საცხოვრებელ უბნებს ბომბავენ. მთავრობა უბრალო სირიელ ხალხზე იძიებს შურს.“
ლტოლვილთა უმეტესობა თურქეთის მოსაზღვრე რაიონებს აფარებს თავს. მათ იმედი აქვთ, რომ სირიის სამთავრობო ავიაცია ვერ გაბედავს ამ რაიონების დაბომბვას. მაჰმუდ აშავიმ თავისი ოჯახის ცხრა წევრთან ერთად ქალაქი აზაზი ბაზრის დაბომბვის შემდეგ დატოვა და ახლა თურქეთის საზღვრის მახლობლად კარავში ცხოვრობს. მისი თქმით:
“ აქ არც ისე ცუდია, მაგრამ ჩვენ სამუშაო გვინდა. ქალაქში კი საბრძოლო თვითმფრინავების ღმუილის გაგონებისთანავე ხალხი აქეთ-იქით გარბის. მართალია საჰაერო თავდასხმები ყოველდღე არ ხდება, მაგრამ როცა თვითმფრინავები მოდიან ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.“
აშავის ოჯახი ბაბ ალ-სალამას ლტოლვილთა ბანაკში შესვლას ცდილობს. აქ 10 000 სირიელია თავმოყრილი, რომლებიც თურქეთში გადასვლის იმედით ცხოვრობენ.