სირიის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციის მორიგ რაუნდზე შეხვდნენ. კონფერენციის დაწყებიდან ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოლაპარაკება ტერორიზმის საკითხებზე უნდა დაიწყოს, და არა ძალაუფლების გადაცემის შესახებ. ოპოზიცია კი 2012 წლის მოთხოვნებს იმეორებს და აცხადებს, რომ სირიაში გარდამავალი მთავრობა აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს და რომ იქ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ადგილი აღარ არის. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ასადის როლი ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაზე განხილვის საგანი საერთოდ არ უნდა იყოს.
კონფერენციაზე მთავარი მედიატორი, გაეროს საგანგებო დესპანი -ლახდარ ბრაჰიმი- იყო, რომელსაც მცირე პროგრესის იმედი ჰქონდა. ამ ეტაპზე გაეროს საგანგებო დესპანი ცდილობდა ქალაქ ჰომსიდან ქალების და ბავშვების გაშვება განხორციელებულიყო და იქ ჰუმანიტარული დახმარება მიეტანათ.