ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლების მისია სირიაში გრძელდება


დამკვირვებელთა სირიაში დარჩენა სამხედრო ძალების უსაფრთხოდ გამოყვანას შეუწყობს ხელს

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა, რომ სირიაში სადამკვირვებელო მისიას 30 დღით გააგრძელებს. თუმცა დღემდე საბჭოში ერთიანი პოზიცია არ არსებობს თუ როგორ შეიძლება ამბოხებულებსა და სირიის მთავრობას შორის სისხლიანი დაპირისპირების შეწყვეტა.

კოფი ანანის გეგმის მიხედვით, გაეროს 300 შეუიარაღებელი დამკვირვებელი სირიის ტერიტორიაზე დაპირისპირების დაწყებიდან მეთქევსმეტე თვეს ჩავიდა. თუმცა მისიის მუშაობა დღემდე არაეფექტურად ფასდება.

გაეროში ამერიკის ელჩის სიუზან რაისის განცხადებით, გაეროს დამკვირვებელთა სირიაში დარჩენა სამხედრო ძალების გაყვანას შეუწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მომხრეა სირიის მიმართ სანქციები გამკაცრდეს, თუმცა გაეროს ამ განწყობას პარასკევს რუსეთი ისევ დაუპირისპირდა.



XS
SM
MD
LG