ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გმობს ძალადობის ესკალაციას სირიაში


პალესტინური ბანაკის იარმუყის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიაში ძალადობის ესკალაცია დაგმო და სამთავრობო ავიაციის მიერ პალესტინელების ბანაკის დაბომბვის გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, იარმუყის პალესტინური ბანაკის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, ეს პალესტინურ ბანაკზე პირველი იერიში იყო. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, დასახლებულ ტერიტორიაზე სამხედრო ავიაციის გამოყენება „უტყუარი ფაქტებით“ არის დადასტურებული. ბან კი მუნმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და დასახლებული რაიონების დაბომბვები დაგმო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG