ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ქვეყნების წრეში დაბრუნებამ, სირიის პრეზიდენტ ასადის პოზიციები გააძლიერა


არაბულ ლიგაში სირიის კვლავ მიღების შემდეგ, შესაძლოა რიადში, 19 მაისს დაგეგმილ სამიტზე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი არაბი მეფეების გვერდით აღმოჩნდეს. ეს მისი რეგიონული რეაბილიტაციისთვის დიდი მომენტი იქნება, მიუხედავად იმის, რომ დასავლეთი მისგან დისტანცირებას აგრძელებს.

წყაროები, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ლოგიკას იცნობენ ამბობენ, რომ ბაშარ ალ-ასადი, სირიის სამოქალაქო ომში დროს ყოველთვის თავის მოკავშირედ განიხილავდა, როდესაც რუსული და ირანული სამხედრო ძალების მხარდაჭერით თავის მტრებს უტევდა.

ახლა, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა ის კვლავ თავის წრეში დააბრუნეს, როგორც ჩანს მისმა ლოგიკამ კიდევ ერთხელ გაამართლა.

ასეთი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე, როდესაც სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მხარი ასადის დასამხობად მებრძოლ ამბოხებულებს დაუჭირეს და მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რასაც ასადი მუდამ უარყოფდა - მას „პირუტყვი“ უწოდა.

ასადი თავის გადარჩენას ნაწილობრივ ირანს და რუსეთს უნდა უმადლოდეს, რომლებიც მისი გადარჩენის მიმართ ყოველთვის უფრო ერთგულნი იყვნენ, ვიდრე დასავლეთში და ახლო აღმოსავლეთში მის მტრებს ამბოხებულების მიერ მისი დამხობის ნახვა სურდათ.

ახლო აღმოსავლეთში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა - როდესაც რეგიონის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები, მათ შორის თეირანში შიიტი ისლამისტი მხარდამჭერები და სუნიტი მეტოქე საუდის არაბეთი, კონფლიქტს თანხმობას ამჯობინებენ - ასადის პოზიცია მხოლოდ გააძლიერა.

სირიის იზოლაციის დასრულების სანაცვლოდ, არაბულ ქვეყნებს სურთ იხილონ მოქმედება, განსაკუთრებით ამფეტამინ კაპტაგონის, დამოკიდებულების გამომწვევი და სარფიანი ნარკოტიკის კონტრაბანდის დასრულების მიმართულებით, რომელიც სირიის საზღვრების გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ მიედინება. იორდანიაში 1 მაისს შემდგარი შეხვედრის დროს, სირია ნარკოტიკის კონტრაბანდის დასრულებაში დახმარებას დათანხმდა.

XS
SM
MD
LG