ვაშინგტონი —
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ხელისუფლება სირიის ქიმიური იარაღის განადგურების საქმეში თანამშრომლობდნენ, თუმცა ეს ორი სახელმწიფო კონფლიქის ორ განსხვავებულ მხარეს უდგება მხარში.
ცოტა ხნის წინ, დამასკოს გარეუბანში ასობით სირიელი პრეზიდენტ ასადის მხარდასაჭერად გამოვიდა.
დემონსტრანტები სირიის არმიიას ესალმებოდნენ და ქვეყნის ერთიანობის მოწოდებით გამოდიოდნენ.
პრეზიდენტ ასადის მომხრე მოჰამად ალ ღაზალი ამბობს:
"აქ მოვედით, რათა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს დავუჭიროთ მხარი და ვუთხრათ არა არეულობას! სირიელი ხალხი ერთსულოვანია!"
თქვა დემონსტრანტმა და ასადის მომხრემ.
მოგვიანებით, საზოგადოების წინაშე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადიც გამოჩნდა, როცა ის სამოქალაქო ომის გამო იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების თავშესაფარში მივიდა.
სირიელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სირიაში მომავალ რამდენიმე თვეში ჩატარდჩება და სავარაუდოდ, გამარჯვებული კვლავ ბაშარ ასადი იქნება.
ამ ფონზე, საერთაშორისო მომლაპარაკებელი ლაქდარ ბრაჰიმი ამბობს, რომ ეს განვითარება კიდევ უფრო გაამწვავებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს,.
"თუ საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, ჩემი ვარაუდია, რომ სირიის ოპოზიცია ალბათ არ იქნება დაინტერესებული მთავრობას ესაუბროს."
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ხელისუფლება სირიის ქიმიური იარაღის განადგურების საქმეში თანამშრომლობდნენ, თუმცა ეს ორი სახელმწიფო კონფლიქის ორ განსხვავებულ მხარეს უდგება მხარში.
ახლა, კი მათ შორის ყირიმის თემაზე არსებული აზრთასხვადასხვაობა ზრდის იმის შანსებს, რომ სირიის საკითხიდან რუსეთის და ამერიკის ყურადღების გადატანა მოხდება. ბაშარ ალ ასადი კი წინასაარჩევნო ეტაპზე ოპოზიციის რეპრესიებს შეეცდება.
ამერიკის ყოფილი ელჩი ერაყში ჯეიმს ჯეფრი, რომელიც ახლა ვაშინგტონის ინსტიტუტში მსახურობს, ამბობს:
ჯეიმს ჯეფრი: "ჩვენ სირიის სახითხს რუსეთის კონტექსტიდან დამოუკიდებლად უნდა შევხედოთ. ახლო აღმოსავლეთში არსებული გადასახედიდან, სირიაში უფრო აქტიური მიდგომაა საჭირო, და აუცილებელია მყისიერი მოქმედება."
სირიის სამთავრობო ჯარებმა ბოლოს საბრძოლო ველზე დამატებით გამარჯვებას მიაღწიეს.
სირიის სამთავრობო ჯარებმა ბოლოს საბრძოლო ველზე დამატებით გამარჯვებას მიაღწიეს.
ამ ფონზე, მოსკოვი დამასკოს იარაღს აწვდის და მკაფიოდ უჭერს მხარს ასადის ხელისუფლებას.
თუმცა მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინის მოვლენებზეა გადატანილი, ახლო აღმოსავლეთის საკითხების ბევრი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ სირია რუსეთისთვის პრიორიტეტი ვეღარ იქნება.
ამერიკის ყოფილი ელჩი ბაჰრეინში ადამ ერელი ამბობს:
"რუსეთს საკუთარი პრობლემები აქვს შინ, ამიტომაც მოსკოვი უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს სირიის საკითხს, ასევე მას ნაკლები სურვილი, დრო და პოლიტიკური კაპიტალი ექნება ასადის მხარდაჭერის გასაგრძელებლად."
სირიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობის პარალელურად, ამერიკასა და რუსეთს შორის ცივი ომის დროინდელი დაძაბულობის განახლებას შესაძლოა თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში არსებულ სხვა რთულ პროცესებზეც.
ასეთ რთულ საკითხთა სიაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარკაებები და ისრაელისა და პალაესიტინის სამშვიდობო პროცესი შედის.
ორივე მათგანი სირიის საკითხზე წინ დგას ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის.
ვაშინგტონში ბაზირებული ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორიი კით დარდენი ფიქრობს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინის საკითხში არსებული განხეთქილება გავლენას საერთაშორისო პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტზე მოახდენს.
ბაშარ ალ ასადის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2007 წელს შედგა. ოფიციალური მონაცემებით მას ამომრჩეველთა ხმების 97 პროცენტი ჰქონდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შედეგები სირიის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებს შემდეგ, სავარაუდოდ, ანალოგიური იქნება.