ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის ძალებმა ქალაქი ქუსაირი აიღეს


ქუსაირში ბრძოლებში ლიბანური ჰეზბოლას ჩართვამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რადგან რეგიონში სირიის კონფლიქტის გავრცელების საფრთხე აშკარა ხდება.

სირიის სამთავრობო არმიამ ქალაქ ქუსაირზე სრული კონტროლი დაამყარა. არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ისინი პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს გაანადგურებენ. არმიის განცხადება დღეს გავრცელდა, მას შემდეგ რაც სირიის სამთავრობო ძალებმა და ლიბანური ჰეზბოლას მეომრებმა ქალაქზე სამ კვირიანი შეტევა წარმატებით დაასრულეს. არმიის სარდლობა აცხადებს, რომ ეს შედეგი კარგი მაგალითია სირიის მტრებისთვის. თავის მხრივ, ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ მათ დატოვეს ქალაქი ქუსაირი, რომელსაც წელიწადზე მეტი აკონტროლებდნენ. ქუსაირი ლიბანის საზღვართან ახლოს, დამასკოსთან დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.

ქალაქისთვის წარმოებულ ბრძოლებში ლიბანური ჰეზბოლას ჩართვამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რადგან თანამეგობრობის აზრით, რეგიონში სირიის კონფლიქტის გავრცელების საფრთხე აშკარა ხდება. გასულ კვირას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც ქუსაირში უცხო ქვეყნის მებრძოლების გამოყენება დაგმო.

ამავდროულად, დღეს ჟენევაში შეერთებული შტატების, რუსეთის და გაეროს წარმომადგენლები სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის დეტალებზე მსჯელობენ.
XS
SM
MD
LG