ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტი სირიაში ერაყის შეშფოთებას იწვევს


სირიაში რელიგიურ თემაზე დაპირისპირების გაღრმავება კიდევ უფრო ძაბავს რელიგიურ მიმდინარეობებს შორის ისედაც არსებულ რთულ სიტუაციას მეზობელ ერაყში

სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს მეამბოხე სირიელებისა და ერაყის სამთავრობო ჯარების წარმომადგენლებს შორის შეტაკება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რაბიაიას საზღვართან რომელიც გასულ კვირას მეამბოხეებმა დაიკავეს.
მოგვიანებით ოფიციალურმა ერაყმა გაავრცელა ინფორმაცია 42 სირიელი სამხედროს დაღუპვის შესახებ, რომლებიც ერაყის დევნილების თავშესაფარს აფარებდნენ თავს. ისინი ერაყის სუნიტების კარგად ორგანიზებულმა ჩასაფრებულმა ჯგუფმა გაანადგურა. ორშაბათს, ერაყის უწესრიგო დასავლეთ პროვინციაში თავდასხმის შემდეგ გაჩნდა საშიშროება, რომ სირიამ ომში შესაძლოა ერაყიც ჩაითრიოს.
ერაყის პარლამენტის სპიკერმა ოსამა ნუჯეიფიმ, სუნიტების მიერ ჩადენილ ქმედებაზე განაცხადა , რომ ეს არის გაფრთხილება, სირიის ომში არ დაიჭირონ რომელიმე დაპირისიპირებულის მხარე.
„ოსამა ნუჯეიფი აცხადებს რომ , ის რაც მოხდა საზღვარზე აღარ უნდა განმეორდეს და თავიდან უნდა იქნას აცილებული. ერაყის არმია არ უნდა ჩაერიოს სირიის საშინაო საქმეებში და იყოს ნეიტრალური, დაიცვას ქვეყნის საზღვარი, რომ ერაყის შიდა კონფლიქტი არ გამწვავდეს გარე კონფლიქტებისგან“.
დეკემბრის ბოლოდან ერაყელი სუნიტები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მართავენ დასავლეთ ერაყის მხარეს სუნიტებით დასახლებულ ცენტრებში. ისინი მოითხოვენ ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრისგან რომ საპატიმროებიდან გაათავისუფლოს სუნიტი პატიმრები, რომლებიც იზიარებენ სუნიტების პოლიტიკურ ხელისუფლებას. ისინი შიიტ პრემიერ-მინისტრს მარგინალიზმში ყველაზე მეტად ადანაშაულებენ.
გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ნური ალ- მალიკმა განაცხადა რომ თუკი სირიაში კონფლიქტი მეამბოხეების გამარჯვებით დასრულდა, ამან შეიძლება რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამაზე ის შეჩერდა. თუმცა გამოხატა აშკარა მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ რომელიც შიიტური ალავიტების მიმდინარეობის წარმომადგენელია.
„მალიკი აცხადებს რომ, თუკი სირიაში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის იქნება ლიბანში სამოქალაქო ომის კატალიზატორი. ჩათრეული იქნება იორდანიაც და გამწვავდება რელიგიური დაპირისპირება ერაყშიც. ამიტომაც ის დასავლეთს აფრთხილებს რომ, არ მოუსმინოს ქვეყნებს, რომელთაც სურთ ამბოხებულების იარაღით დახმარება თუკი რეგიონში სტაბილურობა სურთ.“
სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარი ფუად აჯამი თვლის რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ძალიან მწვავეა და ამიტომაც ნური ალ-მალიკი იძულებულია ბაშარ ალ -ასადის მხარე დაიკავოს.
„მისი განცხადებით ნური ალ-მალიკმა და შიიტურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს რომ თუკი ალ -ასადი დამარცხდა , მაშინ ყველა დამარცხდება. ეს გახდა სუნიტების და შიიტების დიდი ბრძოლის ახალი მიზეზი. რამდენიმე ხნის წინ ფუად აჯამს როგორ ის ამბობს , ჰქონდა საუბრები ნური ალ-მალიკთან და ის სამყაროს სექტის თვალსაწიერიდან აფასებს. იგი თურქეთს სუნიტების მხარდამჭერად მიიჩნევს და ნეო-ოტომანისტურ სტრატეგიად განიხილავს, ასევე საუდის არაბეთს და სპარსეთის ყურეს სუნიტურ ქვეყნებს უწოდებს , რომლებმაც ერაყში შიიტური ხელისუფლების შესუსტებას შეუწყეს ხელი.“
თუმცა ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი გარი სიკი ამბობს რომ სუნიტურმა ძალაუფლებამ საუდის არაბეთის მსგავსად შესაძლოა რეგიონში არასტაბილურობა და ერაყში კონფრონტაცია გამოიწვიოს .
„ მისი თქმით საუდის არაბეთს არასოდეს არ უღიარებია. მათ არ ჰყავთ ელჩი ბაღდადში იმის გამო, რომ უკმაყოფილონი არიან ერაყში შიიტური მთავრობის შექმნით. ამით დაიწყო სარკაზმის პროცესი, რომელიც ახლა უფროდაუფრო მწვავდება და ჰგავს საწამლავს რომელიც ახლო აღმოსავლეთს მთლიანად მოედო და ახლა ყველა ქვეყანა, ქალაქი და ოჯახი არის სექტანტური იდეებით შეპყრობილი.“
სუნიტების გამარჯვების შემთხვევაში სიკი სერიოზულ შედეგებს წინასწარმეტყველებს.
„მისი თქმით ერთ-ერთმა ერაყელმა მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა რომ, იარაღი რომელიც სირიელ მეამბოხეებს მიაწოდეს ,თითქოსდა ერაყელი მეამბოხეებისთვის განკუთვნილი იარაღია, რადგან მათ საკუთარი მიზნები ჰქონდათ ერაყში. სირიის თავისუფალი არმია, რომელიც ასადის ოპოზიციაა - ძირითადად სუნიტებით არის დაკომპლექტებული და ხშირ შემთხვევაში აქვთ ტომური დამოკიდებულება საზღვარზე ანბარის პროვინციასთან“.
გაეროს დეკემბრის მოხსენებაში სირიაში არსებული სიტუაცია დახასიათებულია როგორც“ სექტანტური კონფლიქტი“. ანტიასადურ მეამბოხეთა ჯგუფებში როგორც ცნობილია შედიან სუნიტები ავღანეთიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
XS
SM
MD
LG