სირიის დედაქალაქში მეჩეთთან განხორციელებული აფეთქების შედეგად უშიშროების სამსახურის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
ამავდროულად, ბრძოლები მიმდინარეობს დამასკოს შემოგარენში. ორ გარეუბანში ათობით მოკლული ადამიანია. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ტერაქტი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულმა მოტოციკლეტმა გამოიწვია. ლონდონში მოქმედი სირიის უფლებადამცველი ცენტრის ცნობით, სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს დამასკოს ყაზაზის გარეუბანში, სადაც სირიის უშიშროების რამდენიმე ოფისია განლაგებული.