ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ-ასადი საპასუხო მოქმედებით იმუქრება


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ ამერიკის მიერ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას საპასუხო ქმედება მოჰყვება. მან თქვა, რომ იერიშის შემთხვევაში "ამერიკელები ყველანაირ მოქმედებას უნდა ელოდონ."

სი-ბი-ესისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ბაშარ ალ-ასადმა უარყო საკუთარი მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი 21 აგვისტოს.

ამერიკის მტკიცებით, ასადის ამ თავდასხმის დროს 1400 ადამიანი დაიღუპა.

სირიის პრეზიდენტი მომწამვლელი გაზის გამოყენებას სირიელ მეამბოხეებს მიაწერს. ასადის თქმით, სამხედრო იერიშის შემთხვევაში საპასუხო რეაქციას "სხვადასხვა ფორმა" ექნება, მათ შორის "პირდაპირი" და "არა-პირდაპირი" ეფექტის შემცველი მოქმედებები.

ამერიკელ ჟურნალისტ ჩარლი როუზთან ბაშარ ასადის ინტერვიუ დამასკოში ჩაიწერა.
XS
SM
MD
LG