ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს


ხვალ სტიქიის ადგილზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სავარაუდოდ ცეცხლის ჩაქრობას გაართულებს

ავსტრალიელმა მეხანძრეებმა ტყის ორი მასობრივი ხანძარი გააერთიანეს, რათა ცეცხლის კერის გაკონტროლება იოლად შეძლონ.

ხვალ სტიქიის ადგილზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სავარაუდოდ ცეცხლის ჩაქრობას გაართულებს.

ყველაზე საშიში და ძლიერი ხანძარი სიდნეის დასავლეთ ნაწილში მძვინვარებს, თუმცა ადგილობრივი სახანძრო კომისარი აცხადებს, რომ სიტუაცია უფრო გაუმჯობესდა.

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში 200 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
XS
SM
MD
LG