პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში შეიარაღებულმა პირმა მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ბენზინის გასამართ სადგურთან მოხდა. სროლამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც დაიღუპა 18 ადამიანი. მიკროავტობუსი ბალუჯისტანის პროვინციის ჰუზდარის ოლქში გაჩერდა, რის შემდეგაც მოტოციკლით მას შეიარაღებული პირი გაუსწორდა და მძღოლს ესროლა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. სროლის შედეგად საწვავს ცეცხლი წაეკიდა საიდანაც ის მიკორავტობუსზე გადავიდა და შემდეგ ირგვლივ მაღაზიებზე. გარდაცვლილთა შორის 5 ქალი და 3 ბავშვია.
პაკისტანში თავდასხმას 18 ადამიანი შეეწირა
შეიარაღებულმა პირმა მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნა