ქალთა დღეს, 8 მარტს ქალებმა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება. აქცია თბილისში პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გაისმა მოთხოვნა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობასა და საჭიროებაზე. ქალთა უფლებების დამცველების მოთხოვნა თუ გაითვალისწინა პარლამენტმა და კვოტირების სისტემას მხარი დაუჭირა, პარლამენტში ქალთა რაოდენობა 38–მდე შეიძლება გაიზარდოს. 150 კაციან პარლამენტში, ნახევარიპარტიული სისტემით უნდა აირჩეს. სწორედ ამ ნაწილს ეხება ორგანიზაციების მოთხოვნა: მათ სურთ პარტიებმა საარჩევნოდ წარსადგენ სიებში ქალებისა და კაცების რაოდენობა თანაბრად გაითვალისწინონ. ეს მოთხოვნა დღეს საინტერესო ვიდეოს თანხლებით გახმაურდა. რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს“ მუსიკას ქალთა უფლებების დამცველებმა საქართველოს პარლამენტში მამაკაცებს შორის მომხდარი არაერთი ჩხუბისა და შეხლა–შემოხლის კადრები დაადეს, რითაც ნათლად წარმოჩინდა მთავარი მესიჯი: მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ნაკლებ ჩხუბს, მეტ მშვიდობიან და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. გარდა ამისა, ამ ვიდეოთი ისიც წარმოჩინდა, რომ მამაკაცის ძლიერი მხარე, რასაც ფიზიკური სიძლიერე წარმოადგენს, შესაძლოა სიძლიერე კი არა პირიქით, სისუსტე იყოს პოლიტიკოსისთვის.
ამერიკის ხმა დღეს თამარ ბაგრატიას, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს და ქალთა უფლებების დამცველს ესაუბრა, რომელიც ავტორია საინტერესო ბლოგისა სათაურით: „მე ვარ ქალი და მაშასადამე ვარ დისკრიმინირებული“. „დისკრიმინაციას, სამწუხაროდ, მათ შორის სქესის ნიშნით, ადგილი აქვს ქართულ საზოგადოებაში. წარმატებულმა თუ წარუმატებელმა ქალებმა ჩვენთან რაც არ უნდა ისაუბრონ და დამალონ, რომ დისკრიმინაცია არ არსებობს, ჩვენ ამას ვერ გავექცევით, რადგან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უამრავი მსხვერპლი ქალის არსებობა ჩვენს საზოგადოებაში, უამრავი კვლევა და ანგარიში, სამწუხაროდ, ადასტურებს იმას, რომ ქალთა მიმართ ნებისმიერ სფეროში არსებობს გარკვეული სტერეოტიპებები, რომ ქვეყანაში არის ოჯახური ძალადობის მაღალი დონე, არის ქალთა მკვლელობების დიდი რაოდენობა, არის ადრეული ქორწინებების დიდი რაოდენობა და მათ შორის ძალადობრივი ქორწინებები. ქალები დისკრიმინირებულები არიან განათლების მიღების დროსაც. ყველაზე ნეგატიურია ის, რომ ჩვენ სელექციური აბორტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 1100–ით მეტი გოგო არ დაიბადა, რადგან იყო გოგო და აბორტიც ამიტომ გაკეთდა. ესაა ქართული რეალობა. თუმცა გვაქვს გარკვეული პროგრესი და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, ნაკლებად იქნებიან ქალები ყოველდღიურად დისკრიმინირებულები, სტერეოტიპების და ძალადობის მსხვერპლები. ქალთა უფლებები და ქალთა სტატუსი ძალიან ბევრ თემას მოიცავს. ვფიქრობ, რომ მეტი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმისთვის, რომნაკლები გენდერზე დაფუძნებული პრობლემა გვქონდეს ჩვენს რეალობაში,“– ამბობს თამუნა ბაგრატია.
საბავშვო მწერალი ვასილ გულეური ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალთა დისკრიმინაციას საზოგადოებაში არსებული პრობლემატიკა კომპლექსურად განაპირობებს: „რაც შეეხება სკოლებში თანასწორობის თემებზე საუბარს, მე ვფიქრობ, ჯერ–ჯერობით, ისევ ძველი, საბჭოური ინერციით მოვდივართ. თუმცა, ბოლო დროს, გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. იგივე ახალი საგანი, „მე და საზოგადოება“, რომლის თაობაზეც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებითაც ბევრს გააკეთებს. თუმცა, სამწუხაროა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, ვითომ ტრადიციების, სარწმუნოების, სინამდვილეში კი ფსევდო–ფასეულობების მომარჯვებით, ცდილობენ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ ეს საგანი. ბავშვებისვის მიუღებლად მიაჩნიათ, იგივე, თანასწორობაზე საუბარი, მიუღებლად მიაჩნიათ, რომ ბავშვები შემწყარებლები იყვნენ განსხვავებული ადამიანების მიმართ და ეს ცხადია, უარყოფითად აისახება ზოგად ვითარებაზე. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მაინც მივალთ იქამდე, როგორც უნდა იყოსნორმალურადგანვითარებული საზოგადოება, მაგრამ ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები ამ პროცესს აყოვნებს. რაც შეეხება ქალთა უფლებებს, მე აბსოლუტურად მივესალმები იმას, რომ მეტი ქალი იყოსპოლიტიკაში, ქალები აბსოლუტურად თანაბრად წარმომიდგენია მამაკაცის გვერდით ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საქმიანობაში.“
დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე და ქალები მას ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობითვის მესიჯების გასავრცელებლად იყენებენ.