ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოდელზე შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით 120, ხოლო მაჟორიტარული წესით 30 დეპუტატი აირჩევა.
ეს არის უდიდესი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ლიდერები შეხვდნენ, განიხილეს და მიაღწიეს ამ ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისს. ეს არის დემოკრატიის დემონსტრირება, როდესაც მთავრობა და ოპოზიცია მუშაობს ერთად, რათა პასუხისმგებლობით მოეკიდონ მოქალაქეების საჭიროებებსა და სურვილებს.სტივ ნიქსი
შეთანხმებასთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. ნიქსის თქმით, ეს შეთანმხება უმნიშვნელოვანესია, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც.
"ეს არის უდიდესი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ლიდერები შეხვდნენ, განიხილეს და მიაღწიეს ამ ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისს. ეს არის დემოკრატიის დემონსტრირება, როდესაც მთავრობა და ოპოზიცია მუშაობს ერთად, რათა პასუხისმგებლობით მოეკიდონ მოქალაქეების საჭიროებებსა და სურვილებს. ნათელი იყო, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხისთვის. ასე რომ, მე მივესალმები ყველა მხარეს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ყველა წარმომადგენელს, ვინც ერთად შეიკრიბა და კომპრომისზე წავიდა. ყველამ გამოიჩინა იმის ნება, რომ რაღაც დაეთმო და ესეც დემოკრატიის დემონსტრირებაა. რონალდ რეიგანი მიდიოდა კომპრომისებზე და საქმეს აკეთებდა, ჯონ მაკკეინი მიდიოდა კომპრომისებზე და საქმეს აკეთებდა. სწორედ ეს ვნახეთ ჩვენც თბილისში."
ნიქსი თვლის, რომ შეთანხმება არჩევნებისთვის ახლა განსზაღვრავს თამაშის წესებს და ეს საქმეს გაუმარტივებს პოლიტიკორ აქტორებს.
ბედნიერები ვართ, რომ შეთანხმება შედგა. ახლა კი ახლოდან დავაკვირდებით პროცესებს პარლამენტში. შემდეგი ნაბიჯი სწორედ პარლამენტია. პარლამენტში უნდა აქციონ ეს შეთანხმება კანონად, რათა მას რეალური ძალა ჰქონდეს.სტივ ნიქსი
"შეთანხმება სისტემაზე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს განსაზღვრავს თამაშის წესებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენებზე. ასე რომ, სისტემა, კანონი, წესები, ყველაფერი უნდა გამზადდეს, რათა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ თამაშის რა წესები არსებობს. ბედნიერები ვართ, რომ შეთანხმება შედგა. ახლა კი ახლოდან დავაკვირდებით პროცესებს პარლამენტში. შემდეგი ნაბიჯი სწორედ პარლამენტია. პარლამენტში უნდა აქციონ ეს შეთანხმება კანონად, რათა მას რეალური ძალა ჰქონდეს," განაცხადა ნიქსმა.
საარჩვენო სისტემის ცვლილებას დილიდანვე გამოეხმაურა კონგრესმენი, ადამ კინზინგერი.
"როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვამაყობ, რომ ვითამაშე როლი ამ დისკუსიის მიმდინარეობაში და მე ვრჩები მზად დავეხმარო საქართველოს დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს შეთანხმება გაამტკიცებს მათ [საქართველოს] დემოკრატიას და დააეხმარება მათ [ქართველებს] ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ნატოს პარტნიორობას და საბოლოო წევრობას. მე მოველი მომავალში საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობას, ამ პოზიტიური მიმართულებით ჩვენი სვლის კვალდაკვალ," განაცხადა კინზინგერმა.
რესპუბლიკური კონგრესმენის თქმით, მიუხედავად სირთულისა, კომპრომისით დემოკრატიის შენარჩუნება მოხერხდა.
"დემოკრატია ადვილი არაა - ეს რთული სამუშაოა, თუმცა ის, ეჭვების გაერშე, ამად ღირს. მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს რომ მათ მიაღწიეს ამ პრო-დემოკრატიულ რეფორმებს, რის მისაღწევადაც დიდიხანია იბრძვიან. მივესალმები მოლაპარაკებების ყველა მხარის მცდელობას, მათ შორის, [პარლამენტის] სპიკერის არჩილ თალაკვაძის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ელჩი კელი დეგნანის ხელმძღვანელობით. ამ შეთანხმებამდე დიდი გზა განვლეთ, თუმცა კომპრომისით და მზადყოფნით, საჭირო ნაბიჯები დემოკრატიის შესანაჩუნებლად, საბოლოოდ მიღწეულია," განაცხადა კონგრესმენმა.
Facebook Forum