ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ვაშინგტონსა და გაეროში


რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე, საქართველოს პარტნიორები რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. გასულ კვირას, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, საქართველოს მეგობარი ქვეყნები, ჩვენ ინტერესებს იცავს" - ამბობს, გაეროში საქართველოს წარმომადგენელი, კახა იმნაძე.

„ბოლო რამდენიმე წელია, ასეთ განხილვებს რეგულარული ხასიათი აქვს. საქართველო არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, მაგრამ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საბჭოში, იცავენ ჩვენს ინტერესებს. წელსაც, განხილვის ინიცირება მოხდა ესტონეთის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მხრიდან, ხოლო საბჭოს შემდგომ ერთობლივ განცხადებას შეურთდნენ ირლანდია და ნორვეგია, რომლებიც არჩეული წევრები არიან და მომავალი წლიდან იქნებიან საბჭოს შემადგენლობაში. საბჭოში განხილვა ჩვენთან ერთად კოორდინაციაში მოხდა და მას წინ უძღოდა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო. ნიო იურკში ჩვენი მისიის მხრიდან გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები, ადგილზე დედაქალაქებში ჩართული იყვნენ საქართველოს საელჩოები, ცხადია, ეს ყველაფერი სამინისტროს ცენტრალური აპარტთან კოორდინაციით და სამინისტროს ხელმძვანელობის და პირადად მინისტრის ბატონ დავით ზალკალიანის ჩართულობით" - აცხადებს იმნაძე.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყნის წარმომადგენელი, ხაზს უსვამს რუსეთის მოქმედებებს და შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის გამო. ავტორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 12 აგვისტოს დადებული, 6 პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

"ფაქტი, რომ მრავალმხრივი დიპლომატიის ამ უმაღლეს ფორმატში იყო განხილვა, თავისთავად მნიშვნელოვანია. სხდომის შემდეგ გაკეთებული სპეციალურ განცხადებაში კი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ასპექტზეა აქცენტი და ხაზგასმა: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, რუსეთის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის დღევანდელი პანდემიის პირობებში და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფის დაგმობა, და რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ აგვისტოში შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“, კახა იმნაძე.

უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ, 2008 წლის რუსეთ საქართველოს-ომის შესახებ გაკეთებული სპეციალური განცხდების პარალერულად, გაეროში საქართველოს წრმომადგენლობამ, გაეორს წევრ სხვა ქვეყნებთან, საკითხთან დაკავშირებით, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ, შეფასებები გააკეთა ფილიპ რიკერმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებს კურირებს, აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ასობით ადამიანი მოკლა და ათობით ათასი საკუთარი სახლებიდან განდევნა. რიკერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

"ამერიკის ხმასთან", რუსეთის ქმედებებისა და ამ ქმედებებზე, დასავლეთის პასუხის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები.

ამერიკელი ანალიტიკოსები დასავლეთის მხრიდან რუსეთზე წნეხის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ ცალკე სანქციების თუ სხვაგვარი საპასუხო ზომების მიზეზი უნდა გახდეს. დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით, რომ როა დასავლეთმა შეცვალოს რეალობა, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს სანქციები არ დაწესებია:

Facebook Forum

XS
SM
MD
LG