ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი დევნილები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


ქართველი დევნილები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
ქართველი დევნილები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დარღვევის შესახებ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს მიმართ უკვე უწოდეს კრიტიკული. მასში ასახულია ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით ხაზგასმულია საპატიმროებში მყოფი პირების, უკანონო დაკავებების, შერჩევითი სამართლის, მედიაზე, ბიზნესზე ზეწოლის თემა და რა თქმა უნდა დევნილების უფლებები. საკითხი, რომელზეც ჩვენს რეპორტაჟში ყველაზე ვრცლად ვისაუბრებთ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დარღვევის შესახებ იმ დროს, როდესაც მათი გამოსახლება მიმდინარეობდა. ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ იმდენად, რამდენადაც ანგარიში წლის მანძილზე შექმნილ ვითარებას ასახავს და აფასებს, ზოგი ისეთი ფაქტიც ხვდება, რომლის გამოსწორებაზე ზრუნვა საქართველოს ხელიუსფლებას უკვე დაწყებული აქვს. მათ შორისაა დევნილების გამოსახლების საკითხიც. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგანგებო რეგულაციების მიღება დევნილების გამოსახლებასთან მიმართებაში საქართველოს ხელიუსფლებამ მხოლოდ მაშინ ჩათვალა აუცილებად, როდესაც მთელმა რიგმა საერთოაშრისო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადებები დევნილების გამოსახლების პროცესის კანონშეუსაბამობის შესახებ. „ამჟამად სახელწიფოს შემუშავებული აქვს გრძელვადიანი განსახლების გეგმა და არც ერთი დევნილი ყურადღების გარეშე არ დარჩება. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ანგარიში კრიტიკულია, ესაა ჩვენი მეგობრების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც უგუნურება იქნებოდა ყურად არ გვეღო. დევნილების საკთხთან მიმართებაში, 2008 წლის ომის შედეგად შეიქმნა ფორსმაჟორული ვითარება და დევნილების გაუთვალიწინებელი დაბინავება მოგვიწია, ამის გამო, ეგრეთ წოდებული ძველი დევნილები გარკვეულწილად, აღმოჩნდენ უთანასწორო მდგომარეობაში, თუმცა ეს მდგომარეობა გამოსწორებადია. რაც შეეხება გამოსახლებას, ეს პროცესი იმიტომაც შეჩერდა, რომ გარვეული ხარვეზები იყო მასში, რაც შეეხება იმ ნაწილს, თითქოს დევნილები არ იყვნენ გაფრთხილებული გამოსახლების შესახებ, არ ვიზიარებთ,“– ამბობს ნინო კალანდაძე.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გარკვეულწილად ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წლიურ ანგარიშებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თამჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია ის ფაქტები, რაც მათ დააფიქსირეს უფლებების დაღვევის კუთხით, კერძოდ, გამოსახლებისას სამართლებრივი პროცედურების დარღვევები და არსებობა ისეთი დევნილებისა, რომლებიც კომპენსაციისა და თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები. „ყველაზე მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შერჩევითი სამართლის შესახებ საქმეების მოხვედრა,“– ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტოს ამგარიშში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ, ხაზგასმულია, რომ იქ ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. მათი შეფასებები ერთი ერთზე ემთხვევა იმ შეფასებებს, რასაც ოფიციალური ქართული მხარე აკეთებს,“– ამბობს ნინო კალანდაძე.

რამდენად გაითვალსიწინებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს ხელისუფლება, მომავალი შეფასებები აჩვენებს.

XS
SM
MD
LG