სტარტის ახალი ხელშეკრულება ამერიკასა და რუსეთს შორის მიმდინარე წლის აპრილში დაიდო. ახალმა შეთანხმებამ საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ცივი ომის დასასრულს დადებული ხელშეკრულება შეცვალა, რომელსაც ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა.
სტარტის ახალი ხელშეკრულება შორი რადიუსის ბირთვული ქობინების რაოდენობას 1550-მდე ზღუდავს. ის ასევე ლიმიტს აწესებს ინტერკონტინენტალურ ბალისტიკურ ქობინებზე და ბირთვული იარაღის გადამტან საშუალებებზე. მხარეებს დისლოცირებული საბრძოლო აღჭურვილობის 700 ერთეულამდე შემცირებაც ევალებათ.
ახალი სტარტი ასევე ქმნის ჩარჩოებს იმისთვის, რასაც ამერიკელი პოლიტიკოსები შეთანხმების პირობების შესამოწმებელ წესებს უწოდებენ. შემოწმების დანიშნულება ის არის, რომ მხარეებმა პირობები ფარულად არ დაარღვიონ და პირნათლად შეასრულონ აღებული პასუხისმგებლობა.
სენატისთვის მიცემულ ჩვენებაში, თავდაცმის მდივნის მოადგილემ, ბატონმა ჯეიმს მილერმა გადანცხადა, რომ შემოწმების პროცესი ადგილზე ჩასვლასა და ბირთვული საცავების ფიზიკური ინსპექციასაც მოიცავს. გარდა ამისა, შემოწმების წესების თანახმად, რუსეთი და ამერიკა ერთანეთს დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ იმის შესახებ თუ სად მდებარეობს თითოეული ბირთბული გადამტანი. მხარეები ასევე გაცვლიან ბირთვული ქობინების ამოსაცნობ საიდენტიფიკაციო კოდებს.
ბატონი მილერის თქმით:
"ხელშეკრულებისა და მასში ჩადებული შემოწმების მექანიზმების გარეშე, შეერთებულ შტატებს გაცილებით ნაკლები წარმოდგენა ექნება რუსეთის სტატეგიულ ძალებზე. გამომდინარე აქედან, ჩვენს შეიარაღბულ ძალებს სავარაუდოდ ყველაზე მძიმე გათვლებზე დაყრდნობა მოუწევთ და დაგეგმარებაც ამ გათვლების გათვალისწინებით მოხდება. ეს კი ძალიან ძვირი და პოტენციურად დესტაბილიზაციის შემომტანი რისკი იქნება, რომელიც ჩემი აზრით ამერიკას არაფერში სჭირდება."
ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ძველ სტარტთან შედარებით, ახალი ხელშეკრულება ისეთი მკაცრი და შემზღუდავი არ არის.
„ძველი სტარტის თანახმად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთსა და რუსეთში, 70 შესამოწმებელი ობიეტი იყო შეტანილი. ახალ შეთანხმებაში რუსებმა 35 ობეიქტი შეიტანეს. ჩვენი მხრიდან კი ძველი ხელშეკრულების თანახმად 28 ობიექტის შემოწმების უფლებას ვაძლევდით რუსეთს ყოველწლიურად. ახალი ხელშეკრულების თანახმად შემოწმებების რაოდენობა 18-მდე ჩამოვიდა. მე თუ მკითხავთ, თუ პროპორციებზეა საუბარი, ჩვენ მცირე უპირატესობა გვაქვს,“ განაცხადა ბატომნა მილერმა.
იარაღის კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დერილ კიმბოლის თქმით, შემოწმების პროცედურები და წესები ორივე ხელშეკრულებაში მათი კონკრეტული მიმართულებებიდან გამომდინარეობს:
„სტარტი-ერთის თანახმად ზოგადად ბირთვული შეიარაღების მიღმა არსებობდა ბევრი - ასე ვთქვათ ქვე-შეზღუდვა, რომელთა შორისაც იყო მაგალითად, კონკრეტულ გადამტან სისტემაზე დასამაგრებელი ქობინების ტიპი და რაოდენობა. დეტალური შეზღუდვებიდან გამომდინარე შემოწმების პროცესიც ძალიან დეტალური იყო.“
კიმბოლის თქმით, სტარტის ახალი ხელშეკრულება გაცილებით მარტივია:
„ჩვენ ცივი ომის ხანიდან გამოვედით. ახალი ხელშეკრულება ლიმიტს აწესებს ქობინების რაოდენობაზე და ქვეყნის გარეთ დისლოცირებულ მიმტან სტრატეგიულ სისტემებზე. ახალი პირობების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ როგორც უნდათ ისე გაანაწილონ საკუთარი ბირთვული არსენალი, რომელიც არ დაგავიწყდეთ, რომ ხელშეკრულებით რეგულირდება. გამომდინარე აქედან, ძველი და ახალი სტარტის ერთმანეთთან შედარება და იმის თქმა, რომ ერთის მიერ დადგენილი შემოწმების მექანიზმები მეორეზე მკაცრია, შეცდომა იქნებოდა.“
ბირთვული საკითხების ექსპერტი ბატონი ჯოზეფ კირინსიონის თქმით, სტარტის ძველი და ახალი ხელშეკრუებების შედარებისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტი.
„1991 წელს, ჩვენ 6000 ბირთვული ქობისის შემოწმებას ვცდილობდით. ძველი შეთანხმებით ქობინების სწორედ ეს რაოდენობა იყო ნებადართული. ახალი ხელშეკრულება კი 1550 ქობინის ქონის უფლებას აძლევს თიოთოეულ მხარეს. პირველი სტარტის შემდეგ ქობინების რაოდენობა არა მხოლოდ შემცირდა, არამედ ჩვენ მივიღეთ გამოცდილბა, რომელიც თავიდან არ გვქონდა. ვისწავლეთ როგორ მოქმედებენ რუსები, და უკეთესად ვიცნობთ იმ მეთოდებს, რომლებსაც ისინი ბირთვულ სფეროში იყენებენ. გარდა ამისა, ჩვენ ერთმანეთს უფრო მეტად ვენდობით და ორივე მხარე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შეთანხმების პირობებს ორივე დავიცავთ.“
იმისთვის რომ სტარტის ხელშეკრულება ძალაში შევიდეს, მისი რატიპიკაცია ორევე ქვენის პარლამენტმა უნდა გააკეთოს.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხელშეკრულებას სექტემბრის შუა რიცხევბში უყრის კენჭს. კომიტეტის მიერ სტარტის დამტკიცების შემდეგ ის მთლიან სენატს გადაეცემა რატიფიკაციისთვის. იმისთვის, რომ ხელშეკრულება საბოლოოდ დამტკიცდეს, 100 სენატორიდან 67-მა მას ხმა უნდა მისცეს.