კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, იტალიაში სახელგანთქმული ვენეციის კინოფესტივალი დაიწყო. ოთხშაბათ საღამოს, კინოვარსკვლავები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ, რათა ფესტივალის გახსნა ეზეიმათ.
კანის კინოფესტივალისგან განსხვავებით, ვენეციის ფესტივალი 2020 წელსაც ჩატარდა, თუმცა მხოლოდ წელს შეძლეს ვარსკვლავებმა, რომ წითელ ხალიჩაზე გაევლოთ და ფესტივალს ფიზიკურად დასწრებოდნენ.
11 დღის განმავლობაში, ვენეციის კინოფესტივალის სტუმრები კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ორგანიზატორების მიერ შემუშავებულ მკაცრ პროტოკოლს დაიცავენ.
კინოთეატრები ჩვენებისთვის ნახევარი დატვირთვით იმუშავებს. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და კოვიდ-19-ის ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა. სხვა შემთხვევაში როგორც კინოჩვენებას, ისე შედარებით მცირემასშტაბიან წვეულებებს, სტუმრები ვერ დაესწრებიან.
"ძალიან სერიოზულად ეკიდებიან უსაფრთხოების ზომებს. ყველა ძალიან ფრთხილად და პასუხისმგებლობით იქცევა. ვფიქრობ [კინოს] ინდუსტრიისთვის ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა ძველებური ღონისძიებები ბრუნდება",- უთხრა ჟურნალისტებს პენელოპე კრუსმა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებამდე ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძებაა, რომელიც ისტორიაში 78-ედ ტარდება.
Facebook Forum