გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კაკაოს შემადგენლობაში არსებულმა ფლავინოიდებმა, შესაძლოა ინსულტის და ინფარქტის შანსი შეამციროს. ამბობენ, რომ ის ხელს უწყობს ქოლესტერინის და სისხლის წნევის დარეგულირებას, თუ ორგანიზმის მიერ ინსულინის გამომუშავებას.
ვაშინგტონში შოკოლატერიის მფლობელი სტივ კუმანელისი ამბობს, რომ შავი შოკოლადი მის მომხმარებლებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია. მისი თქმით, „ძალიან ბევრი ხალხი გადაერთო უფრო მუქ შოკოლადზე, რადგან ჯერ ერთი, საერთოდ უყვართ შოკოლადი. და მეორეც, კითხულობენ ლიტერატურას და იგებენ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ“.
თუმცა, ამ თემაზე ისეთი მასშტაბური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, რომ მეცნიერებმა შოკოლადის სარგებლობა დაბეჯითებით დაგვიდასტურონ. ამას გარდა, წარმოების პროცესში შაქრის და ნაჯერი ცხიმების დამატებისას, ფლავინოიდების დიდი ნაწილი ნადგურდება. შაქარი და ნაჯერი ცხიმები კი თავისთავად, ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველია.
ბოსტონის ქალთა საავადმყოფოში საკითხის საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტეს. მასშტაბურ სამეცნიერო კვლევაში, რომელიც ფლავინოიდების სასარგებლო თვისებებს 4 წლის მანძილზე შეისწავლის, 18 ათასი ადამიანი მონაწილეობს. ისინი ფლავინოიდებს აბების სახით მიიღებენ. ექიმი ჯოან მენსონი საავადმყოფოს ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარია.
„ფლავინოიდების აბების საშუალებით მიღება შოკოლადში არსებული შაქრის, ნაჯერი ცხიმების და დამატებითი კალორიების უარყოფით ეფექტს გამორიცხავს“ - განმარტავს მკვლევარი.
აბებს, რა თქმა უნდა, გემოც არ ექნება. სამეცნიერო კვლევაში მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყოფიან. ერთი ნაწილი ფლავინოიდების შემცველ აბს მიიღებს, მეორე კი პლაცებოს - იდენტური შესახედაობის სიმულაციურ აბს.
ექიმ ჯოან მენსონის თქმით, „აბი კონცენტრირებულია და მასში ფლავინოიდების შემცველობა დაახლოებით 10-ჯერ აღემატება კაკაოს მარცვლებში არსებულ რაოდენობას, რომელსაც ხალხი ჩვეულებრივ მიირთმევს“.
სამეცნიერო კვლევის შედეგის მიუხედავად, სტივ კუმანელისი თვლის, რომ მის ბიზნესს არაფერი ემუქრება. „ხალხს უშუალოდ ის გრძნობა მოსწონს, რომელსაც შოკოლადის ჩაკბეჩისას განიცდი, რა ფერისაც არ უნდა იყოს მისი რჩეული ტკბილეული“ - ამბობს ის.
სამეცნიერო კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა. და ვიდრე მეცნიერები დასკვნებს შემოგვთავაზებენ, შოკოლადით, მითუმეტეს შავი შოკოლადით პირის ჩატკბარუნება შეგვიძლია დანაშაულის შეგრძნების გარეშე, ტრადიციული გზით გავაგრძელოთ. ოღონდ, რა თქმა უნდა - ზომიერად.