ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეამ ჰონგ-კონგის დროშით მცურავი გემი დააკავა


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ქვეყანამ ჰონგ-კონგის დროშით მცურავი გემი დააკავა, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის მიუხედავად, საერთაშორისო წყლებში, ჩრდილოეთ კორეის ხომალდში საწვავი გადატუმბა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო, ამ ქვეყნის საბაჟოს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 19 ოქტომბერს, გემ "ლაითჰაუს ვინმორიდან" ჩრდილოეთ კორეის გემზე 600 ტონა გადამუშავებული ბენზინი გადატუმბეს. აღნიშნული გემი სამხრეთ კორეამ 24 ნოემბერს სამხრეთ კორეის პორტში შესვლის შემდეგ დააკავა.

იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეასთან აკრძალულ ვაჭრობაში ჩართულობის გამო, აღნიშნული გემი იმ ხომალდების ნუსხაშია, რომელთა შავ სიაში შეტანის წინადადებით შეერთებული შტატები გამოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG