ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა გამტაცებლებმა ბრიტანელი ქალი გაათავისუფლეს


სომალელმა გამტაცებლებმა 6 თვის წინ დატყვევებული, კენიაში შეპყრობილი ბრიტანელი ქალი გაათავისუფლეს.

თვითმხილველების განცხადებით, ჯუდით თებუტი გათავისუფლების შემდეგ ნაირობიში გადააფრინეს. ამ ფაქტს ადასტურებენ ბრიტანელი და სომალელი ოფიციალური პირებიც.

თებუტის მეუღლე, დევიდი, გამტაცებლებმა სექტემბერში, სომალი-კენიის საზღვარზე მოკლეს. წყვილი ერთერთ კურორტზე შვებულებას გეგმავდა.

კენიის მთავრობის ინფორმაციით, სომალელი მეამბოხე დაჯგუფება ალ შაბაბი კენიაში განხორციელებული გატაცებების ორგანიზატორია.

XS
SM
MD
LG