სომალელმა მეკობრეებმა საბერძნეთის კუთვნილი გემი გაიტაცეს 22 მეზღვაურთან ერთად. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით ბერძნული ხომალდი ადენის ყურის დასავლეთ ნაწილში გაიტაცეს.
ადგილობრივი ექსპერტის ენდრიუ მვანგურას განცხადებით გატაცებული ტანკერი ქიმიური ნივთიერებით არის დატვირთული. გემი ათენურ “ელმირა” ტანკერების კომპანიას ეკუთვნის, რომელიც კომენტარებს არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
სომალელმა მეკობრეებმა ასობით მილიონი დოლარი იშოვეს გატაცებული გემების მეპატრონეებისგან გამოსასყიდის სახით. ამჟამად მათ ხელშია 13 ხომალდი და 249 მეზღვაური.