ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზის ენერგიის ინდუსტრია კოლორადოში


Residents survey the destruction after a tornado hit Pratt City, Ala. just north of downtown Birmingham, Ala. on Wednesday, April 27, 2011. A wave of severe storms laced with tornadoes strafed the South on Wednesday, killing at least 16 people around the
Residents survey the destruction after a tornado hit Pratt City, Ala. just north of downtown Birmingham, Ala. on Wednesday, April 27, 2011. A wave of severe storms laced with tornadoes strafed the South on Wednesday, killing at least 16 people around the

კოლორადოს სან ლუისის ველი, - ალპიური უდაბნო, შეერთებულ შტატებში მზის ენერგიის მთავარი წყაროა. აქ განლაგებული მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორები დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

კოლორადოს შტატის კანონმდებლობის შესაბამისად 2020 წლისთვის ელექტროენერგიის 30%-ს სწორედ ამგვარი გენერატორები გამოიმუშავებენ.

სან ლუისის ველზე წელიწადში 340 დღის განმავლობაში მზიანი ამინდია. ნიკ თაიელი სან ლუისში მდებარე რანჩოში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურის მენეჯერია.

მისი თქმით: “ ჩვენ 89 ჰექტარზე 110 ათასი პანელი გვაქვს დამონტაჟებული, რომლებიც 30 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.“

კომპანიის მესვეურთა განცხადებით ეს საკამარისია 7500 სახლის გასანათებლად. ნიკ თაიელის თქმით:“ დილაობით, როდესაც მზე მთის მწვერვალებიდან ამოიწვერება სენსორები მისკენ მიმართავენ პანელებს. დილიდან ისინი აღმოსავლეთით იყურებიან დღის განმავლობაში კი მზის ტრაექტორიას მისდევენ და დასავლეთისკენ ტრიალდებიან.“

ამ ველზე სოკოებივით იზრდება მზის ენერგიაზე მომუშავე ფერმები და რანჩოები. ამის გამო კოლორადო შეერთებულ შტატებში მესამე შტატი გახდა კალიფორნიასა და ნიუ ჯერსის შემდეგ, რომელიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მზის ენერგიის საშუალებით.

ალამოს ოლქი ერთ-ერთი უდიდესია რეგიონში, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე 6 ფერმაა. ამ ოლქის მმართველის დარიუს ალენის განცხადებით ამჟამად 650 ჰექტარზეა განლაგებული მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორები და თუ ინფრასტრუქტურა განვითარდება კიდევ უფრო გაფართოებაა შესაძლებელი.

სან ლუისი სოფლის მეურნეობით განთქმული ადგილია, სადაც კარტოფილის, ხორბლის და იონჯის დიდი მოსავალი მოჰყავთ. აქვეა საუკეთესო საძოვრები. ახლა ფერმერები ფიქრობენ ამ მიწებზე მზის ენერგიის გენერატორები ხომ არ ააშენონ.

სტივ ვანდივერი რიო გრანდეს წყალსაცავის მენეჯერია. მისი თქმით:“ თუ სოფლის მეურნეობა დაინგრევა ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება.“

სოფლის მეურნეობას ამ რაიონში ისედაც დიდი საფრთხე ემუქრება გვალვების გამო. ამას მზიის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებიც უწობენ ხელს, რადგან ზოგიერთ მათგანს დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება სრულყოფილი მოქმედებისათვის. თანაც ქვიშისგან და მტვრისგან რეგულარულ რეცხვას მოითხოვს.

ფერმერები შეშფოთებულნი არიან. ჯორჯ ვიტენი მესამე თაობის ფერმერია, რომელსაც თავისი რანჩო აქვს. ის და მისი მეუღლე ჯული გარემოს დაცვის აქტივისტები არიან, რომლებმაც თავისი მეზობლები დარაზმეს ამ რაიონში 800 ჰექტარ მიწაზე მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორების აგების წინააღმდეგ.

მათ შეძლეს ამ საქმის მოგება და ამჟამად აღნიშნული პროექტი შეჩერებულია. ცოლ-ქმარს თვითონაც უკვირთ, რომ მზის ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ წავიდნენ, მაგრამ ეს პროექტი 9000 უზარმაზარი პარაბოლიკური სარკის დამონტაჟებას ითვალისწინებდა, რომლებიც მთელ რიგზე იქნებოდნენ განლაგებულნი.

ამერიკელი ფერმერები თვლიან, რომ ინდუსტრიულმა პროექტებმა, გინდაც ისინი მზის ენერგის გამოყენებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, არ უნდა დააზიანონ სოფლის მეურნეობა.

როგორც ფერმერები ამბობენ ენერგიის დაზოგვის მაგივრად ამერიკელები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მიაღწიონ უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებას.

XS
SM
MD
LG