სოციალური მედიის ორი უმსხვილესი საშუალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქმედით ზომებს ატარებენ და ცდილობენ ამოიცნონ ის უცხოელი აქტორები, რომლებიც აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ქვეყანას საფრთხეს უქმნიან.
სოციალური მედიის კომპანიები ზეწოლის ქვეშ მოექცნენ აშშ-ის არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის, დეზინფორმაციის, კერძო ინფორმაციის გამჟღავნების და სავარაუდო ცენზურის გამო.
გასულ წელს, კონგრესმა ეს კომპანიები მაშინ გააკრიტიკა, როცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის პროცესში მათი ცენტრალური როლი დადასტურდა. „ფეისბუქის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის შერილ სანდბერგის მოსაზრებით, კომპანიის რეაქცია არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით ნელი იყო.
Facebook Forum