ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენი რუსეთში შეუშვეს


რუსეთის ხელისუფლებამ 30 წლის სნოუდენს ერთი წლით დროებითი თავშესაფარი მიანიჭა

ედუარდ სნოუდენმა რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო და მან უკვე დატოვა მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონა.

სნოუდენის ადვოკატმა-ანატოლი კუჩერენამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 30 წლის სნოუდენს ერთი წლით დროებითი თავშესაფარი მიანიჭა. ამ ინფორმაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, სნოუდენმა აეროპორტი დატოვა და ის ახლა უსაფრთხო, გასაიდუმლოებულ ადგილას იმყოფება.

ამერიკელი, შერემეტიევოს აეროპორტში თვეზე მეტია იმყოფებოდა და ის რუსეთის ტერიტორიაზე თავშესაფრის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო ვერ შედიოდა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მას პასპორტის მოქმედება გაუუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით, მისი ამერიკაში ექსტრადიცია მოითხოვა.
XS
SM
MD
LG