გერმანული გაზეთი „დერ შპიგელი“ აცხადებს, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ევროკავშირის ოფისებსა და კომპიუტერული სისტემებზე ჯაშუშური მეთოდების გამოყენებით კონფიდენციალურ ინფორმაციას აგროვებდნენ.
"დერ შპიგელმა" ეს სტატია კვირას გამოაქვეყნა და წყაროდ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის და ამჟამად ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის ძებნილად გამოცხადებული ედუარდ სნოუდენისგან მიღებულ დოკუმენტს იყენებს.
2010 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტომ ვაშინგტონში, გაეროსა და ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის ოფისებში მოსასმენი აპარატურა დააყენა და პერსონალის მიმოწერაზე დასაკვირვებლად კომპუიტერული ქსელი გატეხა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ამერიკას ბრალდებასთან დაკავშირებით დაუყოვნებელი განმარტება და დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვა. შულცის თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდა, მას ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა ექნება.