ეგვიპტის ოფიციალური წყაროების ცნობით, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო დაზვერვის ოფისზე იერიში განხორციელდა. მანქანის აფეთქების შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაშავდა.
აფეთქება ღაზას სექტორთან მდებარე საზღვრის მახლობლად, ქალაქ რაფაში მოხდა. შემდეგ, იერიში იქვე მდებარე არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეაქტიული ყუმბარებით გაგრძელდა. 2011 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, სინაის რეგიონში სამხედრო ქმედებები არ შეჩერებულა.