ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა თეთრ სახლთან


ცოტა ხნის წინ სროლა იყო ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ცეცხლი საიდუმლო სამსახურის დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ ადამიანს გაუხსნა, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სროლის დროს პრეზიდენტი ტრამპი ჟურნალისტებს ხვდებოდა, პრესკონფერენცია ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დაცვის სამსახურმა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა. პრეზიდენტმა პრესკონფერენციის ოთახი დატოვა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ დაცვის სამსახურმა გაუხსნა ცეცხლი ერთ-ერთ პირს, თუმცა პრეზიდენტს მიზეზებზე არ უსაუბრია. აქვე ჟურნალისტებთან დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"არავინ დაშავებულა დაცვის თანამშრომლებიდან. დაჭრილი პირი გადაჰყავთ ამ წუთებში საავადმყოფოში და მე არ მაქვს ინფორმაცია არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არც კონკრეტულად ვიცი თუ რა მოხდა თეთრი სახლის წინ,"- თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ის ჟურნალისტებთან დაბრუნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG