ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ძალებმა ბაგრამის აეროდორომზე კონტროლი ავღანურ ძალებს გადასცა


ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცი, 1 ივლისი, 2021.
ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცი, 1 ივლისი, 2021.

ამერიკულმა ძალებმა ბაგრამის აეროდრომი, ავღანეთის მთავარი ამერიკული ბაზა და მათზე კონტროლი, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს გადასცა. ინფორმაცია ამერიკის ხმას, აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს.

ქაბულის ჩრდილოეთით, 60 კილომეტრის დაშორებით განთავსებული ბაზა, ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს თიტქმის ორიათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა.

დღესვე, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბარგრამიდან ყველა უცხოელი ჯარისკაცის გასვლა დაადასტურა.

„გასულ ღამეს, კოალიციის და ამერიკის სამხედრო ძალებმა ბაგრამის საავიაციო ბაზა დატოვა. ბაზა გადაეცა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს“ - წერს „ტვიტერზე“ ფავად ამანი. მისივე თქმით, ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ბაზას დაიცავენ და ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

გენერალი ოსტინ „სკოტ“ მილერი, ავღანეთში ამერიკული ძალების მეთაური კვლავ ავღანეთშია და ამერიკულ ძალებს ზედამხედველობს. ამის შესახებ ოფიციალური პირები საუბრობენ.

„გენერალი მილერი კვლავ ინარჩუნებს ყველა შესაძლებლობას და უფლებამოსილებას, დაიცვას შეიარაღებული ძალები“ - აცხადებს ოფიციალური პირი, ამერიკის ხმასთან საუბრისას - ანონიმურობის დაცვის პირობით.

ოფიციალური პირების მიხედვით, ავღანეთთან დაკავშირებით, მომდევნო უქმეების განმავლობაში დამატებითი განცხადებების გაკეთება არ იგეგმება. თუმცა, მედიის ნაწილი იუწყება, რომ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გამოყვანა შესაძლოა 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დასრულდეს.

გავრცელებულ ინფორმაციას, თალიბანის სპიკერი მიესალმა.

„ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. უცხოური ძალების სრულად გაყვანის შემდეგ ავღანელებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფრო დაუახლოვნდენ მშვიდობასა და სტბილურობას“ - განაცხადა თალიბანის სპიკერმა, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. ზაბიჰულა მუჯაჰიდი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სასარგებლოა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე ავღანეთისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG