ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადკო მლადიჩი დააპატიმრეს


რადკო მლადიჩი დააპატიმრეს
რადკო მლადიჩი დააპატიმრეს

სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაური რადკო მლადიჩი ამ ქვეყნის სამართალდამცავებმა დააპატიმრეს და უახლოეს ხანში გაეროს ტრიბუნალს გადასცემენ.

68 წლის რადკო მლადიჩი 16 წლის განმავლობაში იძებნებოდა. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით მისი დაჭერა სერბეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელმაც ერის გაერთიანებას უნდა შეუწყოს ხელი.

სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით:“ ეს ფაქტი სერბეთის და ჰააგის ტრიბუნალის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ჩვენ მტკიცედ გვწამს ჩვენი სტრატეგიის.’’

რადკო მლადიჩს მიუძღვის ბრალი ბოსნიელი მუსულმანების ქალაქ სრებრენიცაში 8 000 მამაკაცის ამოხოცვაში. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბული მასობრივი მკვლელობა იყო ევროპის ისტორიაში.

რადკო მლადიჩის დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ ძალებს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო 43 თვის განმავლობაში ჰყავდათ ალყაშემორტყმული და უმოწყალოდ ბომბავდნენ. 2008 წელს პოლიციამ ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური ლიდერი რადოვან კარაჯიჩიც დააპატიმრა ბელგრადში.

XS
SM
MD
LG