11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 11 წლის შემდეგ, რომლის დროსაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი მიწასთან გასწორდა, ფინანსური და სახელმწიფო დავების გამო ცენტრის ადგილას დაწყებული მუზეუმის მშენებლობა შეჩერდა. მუზეუმის გახსნა წლეულს იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ტერორისტული აქტის ზოგიერთი მსხვერპლის ოჯახის წევრები იბრძვიან იმისათვის, რომ მუზეუმის გეგმაში გათვალისწინებული იქნას დაუდგენელი ნეშტების მიწისქვეშა საკრძალავში დაცვა. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, კეროლინ ვივერი მოგვითხრობს დეტალებზე.
11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი ნიუ იორკში გასულ წელს გაიხსნა და მას შემდეგ ოთხ მილიონ დამთვალიერებელზე მეტი მოიზიდა. თუმცა, ტყუპი ცათამბჯენების მფლობელ „ფორტ ოთორითისა” და მუზეუმის მშენებელ ფონდს შორის წარმოშობილი ფინანსური უთანხმოების გამო მუზეუმის მშენებლობა თვეების წინ შეჩერდა. მონიკა აიკენის მეუღლე, მაიკლი, ტერორისტული თავდასხმისას დაიღუპა.
„შემაშფოთებელია რაც ხდება. ხალხი მიდის იქ, და მეც ვიყავი იქ რამდენჯერმე, როდესაც ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ - ‘სად არის მუზეუმი, რატომ არ იხსნება?’ როგორ უნდა აუხსნა ეს: იმიტომ, რომ ფინანსებთან დაკავშირებით დავა გვაქვს?” - ამბობს მონიკა.
მუზეუმში გამოფენილი ნიმუშები თავდასხმებთან დაკავშირებული ისტორიებისა და დაღუპული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.
ასევე, იქნება ალ ყაიდასა და 11 სექტემბრის თავდასხმების შეთქმულთა ექსპოზიციებიც. თუმცა, დაღუპულთა ზოგიერთი ოჯახის წევრი, მაგალითითვის ჯიმ რიჩესი, რომელმაც ამ თავდასხმებში შვილი - ჯიმი - დაკარგა, თვლის, რომ ასეთი ექსპონატები არაცენტრალურ ადგილებში უნდა იყოს გამოფენილი.
„თუ მათი სურათების ნახვა გსურთ, კიოსკში არის ეს შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ტერორისტების დიდების დარბაზს დაემსგავსა. სწორედ ასე ვგრძნობ თავს მათი სურათების მუზეუმში განთავსების გამო,” - აღნიშნავს ჯიმ რიჩესი.
თუმცა, არსებობს კოლექცია, რომელიც არასოდეს არ იქნება გამოფენილი მასთან დაკავშირებული მწვავე დავის გამო: ეს არის ადამიანის ძვლებისა და ქსოვილების 9,000 დაუდგენელი ფრაგმენტის საკრძალავი. საცავი მიწის ქვეშ, შვიდ სართულად განთავსდება და მისი ნახვა მხოლოდ ოჯახის წევრებსა და სამედიცინო რევიზორს შეეძლება. რიჩესმა და 16 სხვა ოჯახის წევრებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს: მათ სურთ, რომ ეს ფრაგმენტები მიწის ზემოთ დაიკრძალოს.
„არ მგონია, რომ ქვეყანაში სადმე არსებობდეს მუზეუმი, სადაც გარდაცვლილი ადამიანის სხეულის ნაწილებია გამოფენილი. გარდა ამისა, ოჯახის წევრების ნებართვაა საჭირო ასეთი რამ რომ გააკეთო,” - ამბობს ჯიმი.
ნიუ იორკის მერისა და მუზეუმის ფონდის თავმჯდომარის, მაიკლ ბლუმბერგის თქმით, საკრძალავი საჭიროა მომავალში დნმ-ის შესაძლო იდენტიფიცირებისას.
„ხილვადობისა და პატივისცემის თვალსაზრისით, მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური ექსპოზიცია უკავშირდება იმას, თუ სად განთავსდება დაუდგენელი გარდაცვლილი ადამიანების სხეულის ნაწილები. ეს არ იქნება რაღაც პატარა ადგილი, არამედ ნაგებობა, რომელიც სამედიცინო რევიზორის აზრით აუცილებელი იქნება, როდესაც ტექნოლოგიები გაუმჯობესდება,” - განაცხადა მაიკლ ბლუმბერგმა.
კიდევ ერთი საკითხი: ათეისტების ჯგუფმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჯვრის ფორმის ფოლადის სხივის ექსპოზიციის შესაჩერებლად, რომელიც „გრაუნდ ზიროზე” აღდგენით სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ფონდი ამ მოთხოვნას იმით პასუხობს, რომ სხივს არტიფაქტის - ხელოვნურად შექმნილის - სახე აქვს და არ წარმოადგენს რელიგიურ ექსპონატს.