ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის ლიდერებს ვადა ეწურებათ


ამ ეტაპზე კი რთული სათქმელია გაივლის თუ არა კანონპროექტი ქვედა პალატას

ამერიკის სენატის ლიდერებმა ფისკალური უფსკრულის თავიდან ასაცილებლად საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ თავს დღეს ნაშუადღევამდე დაუწესეს ვადა. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს სახელმწიფო დანახარჯების ავტომატური შეკვეცა და საშემოსავლო გადასახადების უპრეცედენტო მატება დაიწყება. ეს კი ამერიკის ისედაც მყიდე ეკონომიკაში მორიგ რეცესიას გამოიწვევს.
სენატში გადაწყვეტილება რომც მიიღონ, ეს მაინც არ იქნება საკმარისი პროცესისიდასასრულებლად. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს.

ამ ეტაპზე კი რთული სათქმელია გაივლის თუ არა კანონპროექტი ქვედა პალატას.
ჯერ არც ერთ მხარეს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია იმის შესახებ, მზად არიან თუ არა დათმობებზე წასასვლელად იმისთვის, რომ 1 იანვრამდე შეთანხმებას მიაღწიონ და ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან იხსნან.
XS
SM
MD
LG