ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები „სენდის" მოლოდინშია


ქარიშხალი ვაშინგტონს, ბალტიმორს, ნიუ იორკს, ფილადელფიასა და ბოსტონს ორშაბათს დაატყდება თავს

ქარიშხალი „სენდი“ შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. სინოპტიკოსების განცხადებით, ეს ყველაზე უფრო მძლავრი ქარიშხალია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას გადაუვლის.

ჩრდილოეთიდან მომავალ ზამთრის შტორმთან შერევის შემდეგ ქარიშხალი „სენდი“ 1200 კილომეტრზე მეტი რადიუსის ტერიტორიას მოიცავს, რომელზეც 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ქარიშხალი ვაშინგტონს, ბალტიმორს, ნიუ იორკს, ფილადელფიასა და ბოსტონს ორშაბათს დაატყდება თავს.
XS
SM
MD
LG