შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ქარიშხალი „სენდის“ მიერ ნიუ იორკში გამოწვეული ზარალი „მნიშვნელოვანი კატასტროფაა“.
„სენდის“ მიერ გამოწვეული ზარალის მასშტაბურობის გამო ფედერალური მთავრობა დახმარების პაკეტს გამოყოფს.
შტორმი, რომელიც ნიუ იორკს პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრით დაატყდა თავს, დღეისთვის შესუსტებულია. ქარის სიჩქარე 100 კილომეტრია საათში და ქარიშხალი ჩრდილოეთით, კანადისკენ მიიწევს.
„სენდიმ“ ატლანტის ოკეანიდან დიდი რაოდენობით ნალექები მოიტანა, რაც ოკეანის მოქცევას დაემთხვა. სტიქია ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, რამაც დახლოებით 6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სენდის მიერ გამოწვეული ზარალის დადგენა ჯერ ისევ მიმდინარეობს, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ზარალი 10 მილიარდამდეა.