ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ სალვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


განმეორებითი ბიძგები რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მათ შორის ერთ-ერთის სიმძლავრე 5.4 ბალი იყო

ელ სალვადორში დღეს რიხტერის შკალით 7.3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც მცირე ზომის ცუნამიც გამოიწვია.

შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი უსულუტანიდან 120 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. განმეორებითი ბიძგები რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მათ შორის ერთ-ერთის სიმძლავრე 5.4 ბალი იყო.

ცუნამის შედეგად წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ქვეყანამ, კოსტა რიკამ, ნიკარაგუამ, ჰონდურასმა, გუატემალამ, პანამამ და მექსიკამ დროებით საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ცუნამი რეალურ საფრთხეს არც ერთ ქვეყანას უქმნიდა, განგაში რამდენიმე საათში გააუქმეს.
XS
SM
MD
LG