ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დესანტი ყაზახეთში - ვითარება კვლავ რთულია


რუსეთმა ყაზახეთში მედესანტეები გაგზავნა. კრემლში აცხადებენ, რომ მათი სურვილია ქვეყანაში აჯანყება დასრულდეს. რუსული სადესანტო ჯარები ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე გაიგზავნა.

დახმარების თხოვნით ყასიმ თოყაევმა რუსეთს, სომხეთს, ბელარუსს, ტაჯიკეთს და ყირგიზეთს 5 იანვარს მიმართა. ტოკაევის თქმით, ყაზახეთის სამთავრობო ძალებს, პარტნიორი ქვეყნებისგან „ანტიტერორისტულ“ ოპერაციაში დახმარება სჭირდება.

პრეზიდენტი თოყაევი ამბობს, რომ ქვეყანაში არეულობა უცხოეთში გაზრდილმა „ტერორისტულმა“ ჯგუფებმა გამოიწვიეს, თუმცა მას,ამის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

რამდენიმე საათის წინ კი ქალაქ ალმაატიში სროლის ხმა ისმოდა. შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამხედროებს შორის მოხდა, რა დროსაც სამთავრობო ძალების 13 წევრი დაიღუპა, ორი მათგანი თავმოჭრილი იპოვეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყახაზეთში სამხედროებს გაგზავნის ბელარუსიც. ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ სამხედროები ყაზახეთში მშვიდობის დასამყარებლად ჩავლენ. მანამდე ლუკაშენკომ აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, "გეყოთ ყვირილი და პროტესტი, ახლა დაიჩოქეთ და პატიება ითხოვეთ"

საბჭოთა კავშირის კოლაფსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:26:26 0:00

ალმაატი, ყაზახეთში ერთ-ერთი დიდი ქალაქია, სამთავრობო შენობებზე მიტანილი შტურმის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედროები განათავსა. პოლიციური ძალების ცნობით მათ ათობით დემონსტრანტის ლიკვიდაცია შეძლეს, რომლებიც სამთავრობო შენობებზე თავდასხმას გეგმავენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს ქვეყანაში 400-მდე ადამიანია დაშავებული, დაღუპულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტების თქმით, სრულად განადგურებულია ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენტცია და მერიის ოფისი. აქციის მონაწილეებმა შტურმი მიიტანეს ქალაქის აეროპორტზე, რომელიც მანამდე სამხედროების მიერ კონტროლდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ოფიციალურმა პირებმა ქვეყანა არ დატოვონ.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 4 დღის წინ დაიწყო, მოქალაქეები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით აქციებმა ფართო სახე მიიღო და აქციის მონაწილეებმა იერიში სამთავრობო შენობებზე მიიტანეს. აქციები გრძელდება იმის, მიუხედავად, რომ ქვეყნის მთავრობა გადადგა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ნურსულთან ნაზარბაევი წლების განმავლობაში მართავდა, ის პრეზიდენტის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. ნაზარბაევმა თანამდებობა 3 წლის წინ დატოვა, თუმცა ის ფორმალურ მმართველად ამ დრომდე ითვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG