ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 32 ადამიანი


რუსული მედიის ინფორმაციით, სირიაში რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 32 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი რუსეთის ჰმეიმიმის საჰაერო ბაზასთან ჩამოვარდა, ლატაკიის პროვინციაში. „პირველადი ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური პრობლემები გამხდარიყო“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ანტონოვ-26-ის ტიპის თვითმფრინავში 26 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG