ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელორუსში არჩევნებია


საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს

საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბელორუსში მიმდინარე არჩევნებზე მონაწილეთა რიცხვმა აუცილებელ მინიმუმს, 50 პროცენტს გადააჭარბა. საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს. წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობას პოლიტიკური დევნის, დაპატიმრებების და მოსალოდნელი გაყალბებების გამო ბოიკოტი გამოუცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს უკვე 18 წელიწადია, 1994 წლის შემდეგ მართავს. 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისმა ხელახალმა გამარჯვებამ ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, თუმცა, მთავრობამ ის სასტიკად ჩაახშო. ოპოზიცია ახლანდელ საპარლამენტო არჩევნებზე თავიდან დიდ იმედებს ამყარებდა. მოგვიანებით, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის 35-დან 33 კანდიდატს ტელევიზიით გამოჩენა აუკრძალეს. მათი საარჩევნო პროგრამის გამოქვეყნება კი მთავრობის მიერ კონტროლირებადმა მედიამ აკრძალა.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ბელორუსს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააკისრა. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ქვეყანაში 200-მდე დამკვირვებელი გააგზავნა, თუმცა ორ მათგანს ქვეყანაში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აეკრძალა.
XS
SM
MD
LG