ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი სერდიუკოვს არ დაეთანხმა


გეითსი სერდიუკოვს არ დაეთანხმა
გეითსი სერდიუკოვს არ დაეთანხმა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი რუსეთში ვიზიტს განაგრძობს და კრემლის ლიდერებს ხვდება. დღეს ის თავის რუს კოლეგას ანატოლი სერდიუკოვს შეხვდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ლიბიაში შეერთებული შტატების და მოკავშირეების სამხედრო მოქმედება გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს აქცია საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. სერდიუკოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ლიბიელ ამბოხებულებს და კადაფის ძალებს შორის მოლაპარაკების დაწყება. სერდიუკოვის განცხადება არ გაიზიარა რობერტ გეითსმა. მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს პირველ რიგში თავად მუამარ კადაფი უქმნის.

XS
SM
MD
LG