ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭის ოლიმპიური ჩირაღდანი კოსმოსში გაემგზავრა


საერთაშორისო ეკიპაჟი ჩირაღდანს კოსმოსურ სადგურზე სავარაუდოდ შაბათს ჩაიტანს

სოჭის ოლიმპიადის ჩირაღდანი უპრეცედენტო კოსმოსურ მოგზაურობას იწყებს. მან გეზი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ აიღო. ოლიმპიურ ჩირაღდანს იქ საერთაშორისო ეკიპაჟის წევრები ჩაიტანენ, რომელიც ერთი რუსი, ერთი ამერიკელი და ერთიც იაპონელი ასტრონავტებისგან შედგება.

„სოიუზ-FG“ ხომალდმა ყაზახეთში მდებარე ბაიკანურის კოსმოდრომიდან სტარტი დღეს დილით ადრე აიღო. საერთაშორისო ეკიპაჟი ოლიმპიურ ჩირაღდანს სადგურზე სავარაუდოდ შაბათს ჩაიტანს. იქ მას ორი რუსი კოსმონავტი ელოდება, რომლებიც სადგურზე ცხოვრობენ. ორდღიანი ოდისეის შემდეგ ჩირაღდანი დედამიწაზე დაბრუნდება, მთელ რუსეთს გადაკვეთს და ბოლოს 7 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე ოლიმპიურ ცეცხლს აანთებს.
XS
SM
MD
LG