ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ლიბერალების იმედგაცრუება


უშიშროების სამსახურისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებამ ადამიანთა უფლებების დამცველ მაღალჩინოსანს თანამდებობა დაატოვებინა.

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სუკის მემკვიდრე ორგანიზაციას უფლებამოსილება გაუზარდა.

კონსერვატორები რამდენიმე კვირის განმავლობაში აკრიტიკებდნენ კანონპროექტს, რის შემდეგაც ელა პამფილოვამ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

ქალბატონი პამფილოვა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ყოველთვის ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა ხოლმე, მაგრამ საკუთარ გადადგომასთან დაკავშირებით მან საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, გადადგომამდე მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენეტისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებდა. ორი წლის წინ, როცა მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ლიბერალებს შედარებით თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების იმედი ჩაუსახა.

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა კანონს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მან უშიშროების ფედერალურ სამსახურს უფლებამოსილება გაუზარდა. ახალი კანონი ფე-ეს-ბეს პრევენციის მიზნით იმ ადამიანების დაკავების უფლებას აძლევს, რომლებიც შესაძლოა დანაშაულის ჩადენას გეგმავენ. ეჭვმიტანილები შეიძლება დაჯარიმდნენ ან გარკვეულ შემთხვევბში, მათ შეიძლება 15 დღით თავისუფლებაც კი აღეკვეთოთ.

კარგენგის ფონდის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი, მაშა ლიპმანი ამბობს, რომ კანონი ბუნდოვანი ენითაა დაწერილი:

„მათ, ალბათ, ის იფიქრეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ეს კანონი არასასურველი აქტივიზმისა და რუსეთის ქალაქებში საპროტესტო დემონსტრაციებისთვის ხელის შესაშლელად სჭირდებოდათ.“

კანონპროექტი რუსეთის პარლამენტს აპრილში, მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გაეგზავნა. კანონპროექტის მხარდამჭერების განცხადებით, ის ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად აღკვეთოს მსგავსი ტერორისტული თავდასხმები.

კანონპროექტის წინააღმდეგ გამოთქმულმა მკაცრმა კრიტიკამ საბოლოო ჯამში იმ შედეგამდე მიიყვენა პარლამენტი, რომ მისი თავდაპირველი ტექსტი გაცილებით შერბილდა. კანონპროექტიდან ამოღებული იქნა ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, მედიაში „ექსტრემისტული განცხადებების აღკვეთა.“

ორი კვირის წინ მაშინ, როცა კანონპორექტის გარშემო რუსეთში გაცხარებული დებატები მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა მედვედევმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ერთობლივ პრესკონფერენციაზე უთხრა, რომ კანონპროექტი მისი „პირდაპირი მითითების“ საფუძველზე დაიწერა და რომ თითოეულ ქვეყნას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი კანონმდებლობა. ამ განცხადებამ რუს ლიბერალებს იმედები გაუცრუვა.

კვირის დასაწყისში პამფილოვამ რადიოსადგური ექო მოსკვისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედვედევმა მას მხარი არ დაუჭირა კრემლის მომხრე ახალგაზრდულ დაჯგუფება ნაში-სთან დაპირისპირების დროს. მოძრაობა ნაში-ს ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი რუსი ლიბერალების ძელზე გასმული იმიჯებით არის მორთული. პამფილოვას თქმით, პრეზიდენტი ამ ბანაკში სტუმრად იმყოფებოდა.

მისივე თქმით: "მე მეშინია, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახლა გადიან, რამდენიმე წელში ხელისუფლებაში მოვლენ."

მის განცხადებაზე საპასუხოდ, მოძრაობამ ნაში პამფილოვას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყებების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG