რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ამერიკული სანქციები მსოფლიო სასურსათო კრიზის აღრმავებს. მოსკოვში ამბობენ, რომ მზად არიან გაზარდონ სურსათისა და სასუქების ექსპორტი, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ამას ბლოკავს.
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ ვაშინგტონი „აშანტაჟებს“ და „დევნის“ ყველას ვინც რუსეთთან ვაჭრობას ცდილობს, რითიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
ამერიკული სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციას არ ეხება, თუმცა მოსკოვი ამბობს, რომ ამერიკული სანქციები რომლებიც რუსეთის საზღვაო, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურზეა დაწესებული, აფერხებს რუსეთის უნარს გაიტანოს ქვეყნიდან მნიშვნელოვანი სასუქები და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები.
Facebook Forum