ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის თქმით, რუსეთის ბირთვული არსენალი ანექსირებულ ტერიტორიებსაც იცავს


რუსეთი აცხადებს, რომ ის უკრაინული ტერიტორიები, რომელთა ფორმალური ანექსიაც კრემლმა ცოტა ხნის წინ მოახდინა, მისი "ბირთვული არსენალის დაცვის ქვეშაა".

კრემლის პრეს-სპიკერმა ეს განცხადება ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად გააკეთა. "ყველა ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია და ყველა მათგანი დაცულია მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ისევე, როგორ რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე", - თქვა პესკოვმა.

უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრიდან თითქმის 8 თვის შემდეგ, დისკუსია იმაზე, რომ კრემლმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, გააქტიურდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხმელეთზე რუსულმა ძალებმა არაერთი მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში თქვა, რომ მოსკოვი მზადაა გამოიყენოს ბირთვული არსენალი, თუკი ეს რუსეთის "ტერიტორიული მთლიანობის" დასაცავად იქნება საჭირო.

ამერიკის პრეზიდენტმა 6 ოქტომბრის განცხადებაში თქვა, რომ მისი მუქარა მსოფლიოს "არმაგედონთან" იმაზე უფრო მეტად აახლოებს, ვიდრე ოდესმე, 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ.

XS
SM
MD
LG