3 სანავიგაციო თანამგზავრით დატვირთული რუსული კოსმოსური ხომალდი გაშვებისთანავე აფეთქდა. რუსული მედია იტყობინება, რომ რაკეტამ, სახელწოდებით „პროტონ-ემი“ ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე კოსმოდრომ „ბაიკანურიდან“ სტარტი დღეს აიღო.
გაშვებიდან მცირე დროის შემდეგ მან კურსი იცვალა, აალდა და დედამიწაზე ჩამოვარდა. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, „პროტონ-ემზე“ ძრავი ძალიან მალე, სულ რაღაც 17 წამში გამოირთო და „ბაიკანურიდან“ 2 კილომეტრში აფეთქდა. მსხვერპლის, ან ზარალის მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ვლადიმირ ბოზკოვის განცხადებით, ჰაერში დამწვარმა სარაკეტო საწვავმა ტერიტორია მომწამვლელი ღრუბლით დაფარა. გარემოს დამცველები ზარალს სწავლობენ.
შეგახსენებთ, „პროტონ-ემის“ მისია გასულ წელსაც წარუმატებლად დასრულდა. „ბაიკანურის“ კოსმოდრომიდან 2012 წლის აგვისტოში გაშვებულმა რაკეტამ ორბიტაზე 2 თანამგზავრის გაყვანა ვერ მოახერხა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, „პროტონ-ემის“ წარმოებაში და საინჟინრო დაგეგმარებაში შეცდომები იყო დაშვებული.