ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ახალი ინიციატივა


პუტინის ახალი ინიციატივა
პუტინის ახალი ინიციატივა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი „ევრაზიული კავშირის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები შევლენ. ევრაზიული კავშირის საფუძველი კი რუსეთის, ყაზახეთის და ბელარუსის თავისუფალი საბაჟო გაერთიანება იქნება. ვლადიმირ პუტინმა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია მომავალი წლის მარტში პრეზიდენტი გახდება, თავის საგარეო პოლიტიკური ხედვა დღეს გაზეთ „იზვესტიაში“ გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მან თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, ამჟამად აღნიშნავს, რომ ეს პროექტი არ იქნება ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. პუტინი იმედოვნებს, რომ ახალ „ევრაზიულ კავშირს“ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეუერთდებიან და ეს გაერთიანება ერთერთი მსხვილი საერთაშორისო სუბიექტი გახდება.

XS
SM
MD
LG