რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტის დასაფრენი ზოლზე მოცურდა და ახლომდებარე ავტობანზე გადავიდა. ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის 8 წევრიდან 4 დაიღუპა.
რუსეთში წარმოებული ლაინერი TU-204 ჩეხეთიდან ბრუნდებოდა. კატასტროფა თვითმფრინავმა ვნუკოვოს აეროპორტში განიცადა, რომლის დროსაც ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. გადარჩენილი ეკიპაჟის 4 წევრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინციდენტის დროს თვითმფრინვში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მიმდინარეობსკატასტროფის მიზეზების გამოძიება.
მოსკოვში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე მოსრიალდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა